[:en]გერმანიის ელჩმა საქართველოში ბოლნისის მერთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეხვედრა გამართა[:]

0
55
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მხარის გუბერნატორთან ერთად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს, სამხრეთ კავკასიაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარეს ოლივერ რაისნერს და DVV internationalis რეგიონალურ ხელმძღვანელ პირს უმასპინძლა. შეხვედრის ფორმატში მხარეებმა ბოლნისში არსებული ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტზე ისაუბრეს, კერძოდ, ქალაქ ბოლნისში ზრდასრულთა განათლების ცენტრის შესახებ, სადაც მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ გადამზადდნენ სხვადასხვა სახელობო პროფესიებში.

ვიზიტის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ისტორიულ უბანში ერთ-ერთი ძველი გერმანული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სადაც უახლოეს მომავალში გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნება.

[:]
წინა სტატია[:en]გოგი მეშველიანი ბოლნისის თეატრის რეჟისორს 65 წლის იუბილეს და საპატიო ბოლნისელის წოდებას ულოცავს[:]
შემდეგი სტატია[:en]მსურს, რეჟისორს, რომელმაც ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა, დაბადების დღე მივულოცო”- დავით შერაზადიშვილი[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ