12 აპრილს, ბოლნისის ზაურ ხუჯაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, გერმანულ ენაზე, პრაქტიკული სამუშაოები გაიმართა. კულტურის ცენტრის გერმანულ-ქართული სახელოვნებო წრის აღსაზრდელებმა გერმანელი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს და მინი წარმოდგენა გამართეს გოეთეს შემოქმედებიდან. ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები სამუსიკო სკოლის გუნდმაც შეასრულა. პრაქტიკული სამუშოების შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ცენტრის ხელმძღვანელმა ბელა შალამბერიძემ და კასელის უნივერსიტეტის სასწავლო საბჭოს ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტანია ფორმა გერმანისტებისთვის და გერმანული ენის პედაგოგებისთვის მცირე სემინარი გამართეს და პროექტის ძირითად მიზანზე ისაუბრეს, რომელიც ითვალისწინებს, – ძველი გერმანული კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც სათავეს ბოლნისიდან და ასურეთიდან იღებს, საგაკვეთილო პროცესში გამოიყენონ. ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა ძველი გერმანული უბანი, ღვინის სახლი და გერმანული სასაფლაო დაათვალიერეს.
თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები, ორი დღის მანძილზე, თბილისსა და ბოლნისში გაიმართა.