„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
148

ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე,  104-დან 110 ნომრის ჩათვლით, მდებარე შენობების რეაბილიტაცია ხორციელდება. ფასადები ქვა-ბამბის მასალით იფუთება და იცვლება სახლის სახურავებიც. სამუშაოები მიმდინარეობს კულტურის სახლის წინ მდებარე სკვერშიც, სადაც უკვე დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის გარე განათებები და  საბავშვო ატრაქციონები, ამ ეტაპზე კი სკვერის ლანდშაფტის დიზაინის შემუშავება ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში მოხდება მერიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც. მიმდინარე სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

წინა სტატიასაქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების ვადა შემცირდა
შემდეგი სტატიარა კონკრეტული ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ვითარების დარეგულირების მიზნით