შაბათი, აპრილი 26, 2025
spot_img
Homeეკონომიკაგაიცანი სამთო-გეოლოგიური პროფესიები

გაიცანი სამთო-გეოლოგიური პროფესიები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია არემჯის თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი წამოიწყო. პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ – ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ორივე სკოლის 50-მდე მოსწავლეს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ. მომავალმა სტუდენტებმა მოინახულეს ფაკულტეტის გამდიდრების ლაბორატორია, რომელიც არემჯიმ თანამედროვე საფლოტაციო დანადგარებით აღჭურვა. ასევე გაეცნენ ბაზაზე მდებარე უნიკალურ შახტი-ლაბორატორიას, რომელიც წარმოადგენს გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას და აღჭურვილია თანამედროვე სამთო–შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებითა და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებით. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაათვალიერეს გეოლოგია-პალეონტოლოგიის, მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმები. დასასრულს კი არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გაეცნენ პრეზენტაციას სტუის და არემჯის მიერ სტუდენტებისათვის ერთობლივად შეთავაზებული პროექტების შესახებ.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კომპანია რამდენიმე წელია ახორციელებს ინდუსტრიულ ტურებს. წელს პირველად აღნიშნულ აქტივობას სტუის საინფორმაციო ტურის ფარგლებში აბიტურიენტების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტი დაემატა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტში თავდაპირველად ჩვენი ოპერირების რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდები ჩართულიყვნენ. სასიხარულოა, რომ სტუის სტუდენტებისათვის სხვადასხვა პროექტების შეთავაზებამ, სამთოგეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლების მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაზარდა. მჯერა, რომ დღევანდელი საინფორმაციო ტური, კიდევ ბევრ ახალგაზრდას დაეხმარება მომავალი პროფესიის არჩევაში.“არემჯის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები