
2020 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქტივობები განსხვავებულ და საინტერესო რეჟიმში დაიწყო. კერძო და საჯარო სკოლების ჩართულობით, მერიის წინ საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად კი ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა იზრუნეს. თოჯინების თეატრმა პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საინტერესო სანახაობა წარუდგინა. საშობაო აქსესუარებმა, სახალისო ყიდვა-გაყიდვამ, ცეკვებმა და სიმღერებმა, მრავალფეროვანმა სანახაობამ საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაალამაზა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში პირველად განათდა. ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებათა ციკლი 25 დეკემბერს დაიწყო და 30 დეკემბერს, მთავარი ღონისძიებით დასრულდება, რომელიც ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის შენობის წინ გაიმართება. ბოლნისელების განწყობაზე ჯგუფი ,,Reggaeon“ და DJ SET იზრუნებს.