მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა , კულტურის ცენტრის დირექტორთან ერთად შინ მოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. მემორიალთან ანსამბლმა „სიონმა“ მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირებისა და ვეტერანების პატივსაცემად მუსიკალური ნომერი შეასრულა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მხოლოდ ერთი ვეტერანია ცოცხალი , რომელსაც მერიისგან, ფულადი თანხა 1000 ლარი გადაეცემა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.