პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისში უფასო იურიდიული დახმარების სამსახური გაიხსნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ლენტი, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანთან ერთად  გაჭრა.  

 ცენტრის გახსნის შემდეგ, სამსახურის ხელმძღვანელმა თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებისთვის, მერიისა და საკრებულოს წევრებისთვის მცირე პრეზენტაცია გამართა,  შეკრებილ საზოგადოებას უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემაზე და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე ესაუბრა.

იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნის მასშტაბით, რიგით ორმოცდამესამე უფასო საკონსულტაციო ცენტრი გახსნა, რომელიც  მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ადგილზე ისარგებლონ უფასო სამართლებრივი კონსულტაციით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები