კვირა, თებერვალი 9, 2025
spot_img
Homeსხვადასხვაბოლნისში ტრენინგების ციკლი დაიწყო

ბოლნისში ტრენინგების ციკლი დაიწყო

ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, მათი პიროვნული და ბიზნეს უნარების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ქეა კავკასიის პროექტის ფარგლებში „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ტრენინგი გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრეს  მეწარმეობისა და ფინანსური მოდელირების შესახებ. ტრენინგთა ციკლი 4 შეხვედრით განისაზღვრება, სადაც მეწარმე ქალები მიიღებენ სხვადასხვა ინფორმაციას ბიზნეს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.

ელენე შაშიაშვილი, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის წარმომადგენელი: -ქეა კავკასიის ახალი პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური უსაფრთხოების, მეწარმეობის და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასა და საქმიან ურთიერთობებში თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა, რაც საშუალებას მისცემს  გაიზარდოს მათი წვლილი და მონაწილეობა ეკონომიკურ ცხოვრებაში ისე, რომ ხელი შეუწყონ მშვიდობასა და სტაბილურობას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები