გუშინდელმა ძლიერმა ქარმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხეები წააქცია, გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ბოლნისის გამწვანების სამსახური ახორციელებს. რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები უკვე დასრულდა. როგორც აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, დღის ბოლომდე ქალაქი, გასუფთავდება და სალიკვიდაციო სამუშაოები დაბა კაზრეთში გაგრძელდება. მოგლეჯილი ხეები, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ. ქალაქში გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი, პირველ მოადგილესთან ერთად, აკვირდებოდა.