ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპორტულმა აქტივობებმა დღეს სტარტი აიღო,მარათონი სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ფრემბურთის ტურნირით გაიხსნა, სადაც თორმეტი გუნდი ჩაერთო.სპორტული ღონისძიება რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ახალგაზრდების ინტეგრაციას ისახავს მიზნად, კულტურის ცენტრის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით დაიგეგმა,ახალგაზრდული სათემოების აქტიური ჩართულობით მარათონი, ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება და სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობებს მოიცავს, წახალისების მიზნით კი პორველ,მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდების დაჯილდოვება მოხდება.
პოპულარული სიახლეები
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, ...