ბოლნისში სერგეი რახმანინოვის საიუბილეო საღამო ჩატარდა

0
82

„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის“ ორგანიზებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკოს სკოლაში, კომპოზიტორისა და დირიჟორის, სერგეი რახმანინოვის 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფესტივალი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მოწვეულმა მუსიკოსებმა მიიღეს და კომპოზიტორის ნაწარმოებები შეასრულეს. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც მეგზურობას ბოლნისელი მუსიკოსი ოთარ ოჩხიკიძე უწევდა. საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები    საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.

„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა ასოციაციის“ მთავარი მიზანი  საქართველოში ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების ხელშეწყობა, მათში მოტივაციის გაზრდა, შემოქმედებით და კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერაა.

წინა სტატიასაქველმოქმედო ასოციაციის Museion Weimar e.V წევრები ბოლნისს ესტუმრნენ
შემდეგი სტატიაპროექტი „ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების თანადგომა და დასაქმების ხელშეწყობა“ დასრულდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ