ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ბოლნისში, 750 გრძივი მეტრი საავტომობილო გზა ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლება. გზის მოწყობის სამუშაოები არსენ იყალთოელის, დიმა ლაზარეიშვილის და სიონის ქუჩებზე მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტი  „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ქვაფენილით მოკირწყვლის გარდა, იყალთოელის ქუჩაზე მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება ლედ ტიპის გარე განათებები და მოხდება დაზიანებული ღობეების შეკეთება. ლედ ტიპის გარე განათებები დამონტაჟდება დიმა ლაზარეიშვილის ქუჩაზეც. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში სიონის  ქუჩაზე დაიგება 216 გრძივი მეტრის ქვაფენილი, დამონტაჟდება გარე განათებები და მოხდება დაზიანებული ფასადების შეკეთება. ქალაქში მიმდინარე  სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები