2024 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. 21 დეკემბერს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე წინა საახალწლო კონცერტი გაიმართა, ბოლნისელების განწყობაზე ანსამბლი „იმედი“ და ბენდი „მედიატორი“ ზრუნავდა, რომლებმაც ახალგაზრდებისთვის საყვარელი სიმღერები შეასრულა.ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მიმართა და დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში განათების ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება 28 დეკემბერს მთავარი ღონისძიებით დასრულდება.