ბოლნისში ნინო ხეცურიანის ნახატების გამოფენა მოეწყო

0
135

ულამაზესი, პროფესიონალურად შესრულებული პორტრეტები, პეიზაჟები და ხელნაწერები დღეს ბოლნისის კულტურის სახლის ფოიეს ამშვენებდა. ახალგაზრდა მხატვარმა ნინო ხეცურიანმა მეორე პერსონალური გამოფენა ბოლნისში, კულტურის ცენტრის ხელშეწყობით მოაწყო. მას ეს ქალაქი შეთხვევით არ შეურჩევია, ნინომ ხატვის სიყვარულიც აქ ისწავლა და მისი ნამუშევრებიც სწორედ მის საყვარელ ქალაქში გამოფინა.

ნინოს ნახატებს არაერთი დამთვალიერებელი ჰყავდა, თითოეული ნამუშევარი დიდ მოწონებას იმსახურებდა. გამოფენა განსაკუთრებულად ემოციური იყო მისი პირველი პედაგოგისთვის, რომელმაც აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი პროფესიონალიზმით და დიდი სიყვარულით არის შესრულებული.

ნინოსთვის მხატვრობა ერთგვარი ჰობია, რადგან ძირითადი პროფესია სხვა აქვს, თუმცა ამ მიმართულებით არა ერთ პროექტშია ჩართული და  სამომავლო გეგმებიც ნაწილობრივ მის ჰობს უკავშირდება.

წინა სტატია2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა
შემდეგი სტატიასტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო, შეჩერებული აქვთ სტატუსი, დავალიანება გაუნულდებათ

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ