ბოლნისში მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ბოლნელი მთავრეპისკოპოსი და სხვა მოწვეულ სტუმრები ესწრებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს 111 პაციენტზე გათვლილი კლინიკის ოთხივე სართული, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ინტენსიური, თერაპიული განყოფილებები, ბოქსირებული პალატები, ამბულატორიის სერვისები და ემერჯენსი. მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის გახსნა დამფუძნებლების დარეჯან ჩხეტიანის და გიორგი სანიკიძის დიდი ძალისხმევით მოხდა. მიზანი, ბოლნისს ჰქონოდა საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა, აისრულეს, თუმცა ამას ათეული წელი დასჭირდა. კლინიკის სრული რეკონსტრუქცია 2018 წელს დაიწყო. მთლიანად გადაკეთდა შენობა, აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით, ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია მყუდრო კომფორტული გარემოთი. ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში მისულ პაციენტს შესაძლებლობა ექნება ერთ სივრცეში მიიღოს სრული სამედიცინო მომსახურება, არაერთი პროცედურების და კვლევის უკან პროფესიონალთა გუნდი დაგხვდებათ, რომლებიც პაციენტის მაღაკვალიფიციურ მკურნალობაში თავისი პროფილის შესაბამისად ჩაერთვებიან. ბოლნისის ახალი ცენტრალური კლინიკა ახალ სიტყვას იტყვის ქართული მედიცინის ისტორიაში.