ბოლნისს მალე კიდევ ერთი ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული ქუჩა შეემატება. ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე ქვით მოკირწყვლის სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად გაკეთდება მწვანე გამყოფი ზოლი, გარე განათება, ხოლო ქუჩაზე აღმართული ჯვარი გამყოფ ზოლთან გადმოინაცვლებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მოინახულა.