კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე უკვე რამდენიმე წელია ოფიციალურად აღინიშნება. ქალაქის ცენტრში, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა, ფოლკლორის და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც მცირე პერფორმანსით  საზოგადოების წინაშე წარსდგნენ.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა და ის ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც დროში გვამოგზაურებს. კოსტიუმები არა მხოლოდ ტანსაცმლის ნაწილია, არამედ მასში ნათლად ჩანს ერის ინტელექტი, კულტურა და ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული. კოსტიუმის ერთნოგრაფიული თავისებურებების მიხედვით შეიძლება გავიგოთ, რომელ ისტორიულ პერიოდს, სოციალურ, ოჯახურ, რელიგიურ ნიშას ეკუთვნოდა მისი პატრონი.

ეროვნული სამოსის დღის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის თუ ტურისტებისთვის, ქვეყნის ისტორიულ-კულტურული წარსულის გაცნობა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები