ბოლნისში დასუფთავების აქცია მოეწყო

0
130

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ტრადიციულად დასუფთავების აქცია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრების ხელშეწყობით გამართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად.

გარემოს დაცვის დღედ 5 ივნისი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაეროს კონფერენცია გაიხსნა, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

წინა სტატია„ფიტარეთი“-ორტომეულის  პრეზენტაცია
შემდეგი სტატიანანონაწილაკებიდან ახალ მკურნალობამდე – საუბარი ქეთევან ჩუბინიძესთან

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ