1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთასორისო დღეს, ტრაიციულად ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკმა უმასპინძლა. გასართობი სივრცეეები, ანიმატორები, კოსტუმირებული ზrაპრის გმირები და არა ერთი გასართობი აქტივობა პარკის მთელ ტერიტორიაზე, საზეიმო განწყობას ქმნიდა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბოლნისის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით, თოჯინების თეატრი, თამარ ბობოხიძის ხელმძღვანელობით სპექტაკლით ,,უხეირო დათუნია“ წარსდგა, დღის მთავარი აქტივობა კი უკვე რამდენიმე წელია, კულტურის სახლთან არსებული საესტრადო ანსამბლ ,,იმედის“ ლაურა დურგლიშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარებული სოლო კონცერტია.
1 ივნისი ფერადი და მხიარულია. ამ დღის აღსანიშნავად განსაკუთრებული სამზადისია, რათა პატარებს ლამაზი დღე აჩუქონ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ, 1949 წელს დააწესა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.