ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
spot_img

„ბოლნისქალაქობა 2023“

ტრადიციად ქცეულმა „ბოლნისქალაქობამ“ ადგილობრივ და მოწვეულ სტუმრებთან კიდევ ერთხელ მოიწონა თავი. ძველი გერმანული უბანი ერთი დღით გასართობ-შემეცნებით სივრცედ გადაიქცა, სადაც ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის შესაბამისი გარემო იყო შექმნილი, საზეიმოდ მორთული ქუჩები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმაციური გმირები და ორკესტრის საყვირების ჟღერადობა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

ადგილობრივები საკუთარ ქალაქს,  სადაც არ ივიწყებენ ძველ გერმანულ კულტურას,  მსგავსი სახის ღონისძიებით  მსოფლიოს აცნობენ.

მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიებები 16 საათიდან დაიწყო.  სტუმრებისთვის სხვადასხვა ლოკაციაზე მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, სუვენირების, ღვინის გასტრონომიული და ტურისტული კუთხეები,  სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.   წელსაც საზეიმო ვითარებაში დაიწურა ყურძენი. სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისიამ იმიტირებული საარჩევნო პროცესი გამართა.  სახალხო დღესასწაულს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ადგილობრივი,  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულზე ტრადიციულად, ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ამჯერად ეს წოდება სხვადასხვა სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის რვა ბოლნისელს მიენიჭა.

საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების შემდეგ ღონისძიება ლეგენდარული, ყველასთვის საყვარელი ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ კონცერტით გაგრძელდა. ქართული სულითა და როკვით გაჯერებული საკონცერტო ტემპი კვარტეტმა „რანინამ“ და ჯგუფმა „რეგიონმა“ გააგრძელა, „ბოლნისისქალაქობა 2023“ ელექტრონული მუსიკის და თბილისური ბაიათების შემსრულებელმა    „თამადამ“ დაასრულა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები