შაბათი, ოქტომბერი 26, 2024
spot_img

ბოლნისმა  აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის მემორიალურ ტურნირს უმასპინძლა

      თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის დამსახურებული ოსტატის, ღირსების ორდენის კავალერის აკაკი ქუქჩიშვილის ხსოვნას მიეძღვნა დღეს ბოლნისში გამართული ტურნირი.  მან ათობით ათასი სპორტსმენი აღზარდა,  მათ შორის ევროპის, მსოფლიოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მას   იცნობენ , როგორც  ბოლნისის კოლორიტს, თავისუფალი და ქართული ჭიდაობის  ისტორიის შემქმნელს. ამ ღვაწლისთვის და დამსახურებისთვის,  აკაკი ქუქჩიშვილის  სახელობის მემორიალური ტურნირი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია იმართება.  ტურნირში  საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან 135  ჭაბუკი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას,  გახსნას, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი დაესწრნენ.

  აკაკი ქუქჩიშვილის სახელობის ტურნირის ჩატარება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები