დღეს ბოლნისში, მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა უმცროს ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონატი შიტო კაი კარატე – დოში, ,სადაც , საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის კლუბები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ბოლნისის შიტო კაი კარატე დოს კლუბმა ,,სიონი’’. ტურნირში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად 120-მდე სპორტსმენი ჩაერთო. გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი ხარისხის მედლები გადაეცათ, ხოლო პირველ და მეორე ადგილზე გასული კლუბის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ჩემპიონატზე, რომელიც ივნისის თვეში თბილისში გაიმართება