შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

,,ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი’’

მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით, ბოლნისის მუზეუმში ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო  სტანდარტით,   შეფასებული 15 ბოლნისური მარნის, 38 საუკეთესო ღვინო იყო წარმოდგენილი. 

,,ბოლნისი არის მეღვინეობის უძველესი რეგიონი და ქალაქი, რაც ბევრმა არ იცის. გაერთიანების დაფუძნების დღიდან, ჩვენ აქტიურად ვცდილობთ გავაცნოთ საზოგადოებას ბოლნისის რეგიონი და ბოლნისური ღვინის კულტურა. დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურებაღვინის მოყვარულებს და ღვინოსთან დაკავშირებულ საზოგადოებას გავაცნოთ ბოლნისი, როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქი.’’ აცხადებს გაერთიანება ,,ღვინო ბოლნისის’’ დამფუძნებელი, გურამ ავქოფაშვილი

 ღონისძიების ფარგლებში, გერმანულ წისქვილში, გამართულ გალა-ვახშამზე, გასტრონომიული ტურიზმის ექსპერტმა ქეთი კვიჭიძემ და შეფ-მზარეულმა მიშა ავსაჯანიშვილმა მიწვეული სტუმრებისთვის ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური სამზარეულოს ინსპირაციით შექმნილი კერძები და სპეციალურად მათთან შეხამებული ბოლნისური ღვინოებით უმასპინძლეს. ასევე, ადგილზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კოქტეილის „ბოვის“ პრეზენტაცია გაიმართა.

,,სპეციალურად ღონისძიებისთვის, მე და შეფ მზარეულმა დადუნა ღლონტმა შევქმენით კერძები, რომელიც დაკავშირებულია ბოლნისთან და ბოლნისურ კულტურასთან. ეს არის კერძები, რომელიც გახდება ბოლნისის სავიზიტო ბარათი და ძალიან მალე, ადგილობრივ რესტორნებსა და სასტუმროებში იქნება წარმოდგენილი.’’განაცხადა შეფ მზარეულმა, მიშა ავსაჯანიშვილმა.  

„ბოლნისი – ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ ფარგლებში, 

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ტექნოლოგები, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესქრებოდნენ. 

მეღვინეთა გაერთიანება „ღვინო ბოლნისი“  2018 წელს ჩამოყალიბდა  და 40-ზე მეტ მცირე ტიპის საოჯახო  მარანს აერთიანებს.  გაერთიანებამ, კომპანია „არემჯისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს  შორის  გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შედეგად ბევრი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა.  „არემჯი“ ხელს უწყობს მეღვინეთა გაერთიანებას, საუკეთესო ბოლნისური ღვინეობის წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში. 

,,არემჯის თანაორგანიზებით და მხარდაჭერით ჩატარდა კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება,  ,,ბოლნისიოქროსფერი ღვინის ქალაქი’’. სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა შესანიშნავი ბოლნისური ღვინოები და დაჯილდოვდა ღვინის გილდიის მიერ. ვფიქრობთ, მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეღვინეებისთვის და ხელს შეწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას.’’განაცხადა ,,არემჯის’’ კორპორაციულმა დირექტორმა, კახაბერ მჭედლიშვილმა

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები