კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისი ეროვნული სამოსის დღეს გამოეხმაურა

საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება, რომელსაც რამდენიმე წელია ბოლნისის კულტურის სახლი სხვადასხვა ღონისძიებით ეხმაურება, დღესაც, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეებმა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს . საზოგადოების მიერ თვითორგანიზებული, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაფუძნდა და ის ყოველი წლის 18 მაისს აღინიშნება. ეს არის დღე, რომელიც დროში გვამოგზაურებს. ეროვნული სამოსი არა მხოლოდ ტანსაცმლის ნაწილია, არამედ მასში ნათლად ჩანს ერის ინტელექტი, კულტურა და ხელოვნებისადმი დიდი სიყვარული. კოსტუმირებული დღესასწაული მეცხრე წელია, მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. მისი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და წინაპართა მიერ გადმოცემული მემკვიდრეობის გაფრთხილება-შენახვა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები