საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, ბოლნისის №23 საოლქო-საარჩევნო კომისია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიან საინფორმაციო სამუშაო შეხვედრებს მართავს, რომელსაც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ამომრჩეველს, იმიტირებული კენჭისყრის საშუალებით შეუძლია პრაქტიკაში გაეცნოს ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
სამუშაო შეხვედრები ბოლნისში 25 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდებათ 2024 წლის საპარლამენტო გამარტივებულ საარჩევნო პროცესზე.