ბოლნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

0
176

 ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე რამდენიმე დღეა მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული საფარის ახლით ჩანაცვლება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით პერიოდული შეკეთების სამუშაოები სოფელ რაჭისუბანის მჟავე წყლის ტერიტორიიდან ქალაქ ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის №46-მდე განხორციელდება. გზის ამ მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი და მიმდინარეობს სავალი ნაწილების გამოცვლა-მოწესრიგება. სამუშაოები აპრილიდან  დაიწყო და მაისის ბოლომდე დასრულდება. ცენტრალური გზის რეაბილიტაციას კონტრაქტორი კომპანია „New Road“ ახორციელებს.

წინა სტატიაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ  შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიასაქალაქო ბიბლიოთეკაში 9 აპრილის თემაზე ლექცია ჩატარდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ