შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე დაიწყეს...

ბოლნისის, ქუთაისისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე დაიწყეს მუშაობა

25-26 ოქტომბერს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან ბოლნისის, ქუთაისისა და ოზურგეთის, ნიდერლანდებიდან ტექსელის, ბერხეიკისა და ვინტერსვეიკის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა. სამუშაო შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

სამუშაო შეხვედრა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება ნიდერლანდების მუნიციპალიტეტების ასოციაციის (VNG) დახმარებით და მიზნად ისახავს მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესებას, „ბენჩლერნინგის“ მეთოდოლოგიის გამოყენებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეთოდოლოგია პირველად გამოიყენება საქართველოში მუნიციპალურ სერვისებთან მიმართებით. ორი დღის განმავლობაში, შერჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ჰოლანდიელი და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, დეტალურად გაეცნენ მეთოდოლოგიას, შეარჩიეს სამიზნე მუნიციპალური სერვისები და შეთანხმდნენ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე.

„ბენჩლერნინგი“ გულისხმობს სწავლას, შედარებით ანალიზსა და გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით. ევროპის ქვეყნებში, მუნიციპალიტეტები მიმართავენ „ბენჩლერნინგ“ მეთოდოლოგიას სერვისების ხარისხის ასამაღლებლად, გამოცდილების გაზიარების და ერთმანეთისგან სწავლის კულტურის წასახალისებლად, ეფექტიანობის გასაძლიერებლად და რესურსების უკეთ გასანაწილებლად.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რათა იმუშაონ სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები