ბოლნისის საკათედრო ტაძარში მრევლს სიწმინდის მოლოცვა სამი დღის მანძილზე შეეძლება

0
182

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ქვეყნის მასშტაბით, „ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო“-ს ხატის ასლით მომლოცველობითი მსვლელობა დაიწყო, სიწმინდე ბოლნისის ეპარქიაში, დმანისის მუნიციპალიტეტიდან  სასულიერო პირებმა, მრევლთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი გადაიხადა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატის ასლი, სიონის საკათედრო ტაძარში 3 დღით დაბრძანდება, რის შემდეგაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში გადაინაცვლებს.                                                                                                                                                 

ღვთისმსახურების შემდეგ მომლოცველებმა ბოლნისის მუზეუმში გადაინაცვლეს სადაც დოკუმენტური ფილმის „მახარობლის“ ჩვენება გაიმართა,რის შემდეგაც დეკანოზმა კახაბერ გოგიტიშვილმა ხატის შექმნის ისტორიასა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.                                                                                                           

მომლოცველობითი მსვლელობა საქართველოს მასშტაბით 13 ივლისს, სვეტიცხოვლობას, ქრისტეს 12 მოციქულის ხსენების დღეს დაიწყო, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტსა და ეპარქიას მოიცავს და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.                                                                                                                   

წინა სტატიაწელს სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ ორ ნომინაციაში დააჯილდოვა.

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ