80 წლის, დიდი ტრადიციებისა და წარმატებული ადამიანების სამჭედლომ №1 საჯარო სკოლამ, მიმდინარე წელს 2 კლასი გააცილა. დაირეკა ბოლო ზარი, რომელიც განსაკუთრებულად ემოციური მე-12-ე კლასელებისთვის იყო, ისინი დაემშვიდობნენ საყვარელ სკოლას, პედაგოგებს, კლასელებს და იმ სივრცეს, სადაც 12 წლის განმავლობაში, მათ ჩამოყალიბებაზე და სწავლა-განათლებაზე, ათობით პედაგოგი ზრუნავდა. სკოლის დამთავრება, კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან და კულტურის ცენტრის დირექტორთან სოსო კოპალეიშვილთან ერთად მიულოცა.
ეს დღე სევდიანიც იყო, ხალისიანიც და განსხვავებულ ხმაურიანიც. თეთრ პერანგებში გამოწყობილმა გოგო-ბიჭებმა ერთმანეთს მაისურებზე სამახსოვრო ჩანაწერები დაუტოვეს. ღონისძიებაზე 1-დან მე-12-მდე კლასამდე განვლილი გზა გაიხსენეს, რომელიც იუმორისტული, იმპროვიზირებული სკეჩებითა და სლაიდებზე ასახული ვიდეოთი აჩვენეს. პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს და ჩვეული ხალისით გააგრძელეს ამ ლამაზი დღის აღნიშვნა.
ტრადიციად ქცეული აქტივობები კვლავ ძალაშია, მე-12-ე კლასელებმა ავტომობილებით და გაბმული სიგნალებით ქალაქი კიდევ ერთხელ აახმაურეს.