ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

0
109

ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც მოხდა თანამშრომლების დატესტვა, სწრაფი ტესტების პასუხები უარყოფითია, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები რომლის პასუხებიც ხვალ გახდება ცნობილი. შენობაში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მუზეუმი 5 აპრილამდე წყვეტს მუშაობას.,,25 მარტს, ბოლნისის მუზეუმის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კორონა ვირუსი. ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა დაინფიცირებულის კონტაქტები, მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა 8 თანამშრომლის თვითიზოლაცია. აქედან გამომდინარე, ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუზეუმი, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე წყვეტს ფუნქციონირებას. ამჟამად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,”განაცხადა ბოლნისის მუზეუმის აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ურუმაშვილმა.

წინა სტატია[:en]„ქალი, ოჯახი, საზოგადოება“ – პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა[:]
შემდეგი სტატია„ახალგაზრდული საბჭო“ მუშაობას განახლებული შემადგენლობით გააგრძელებს

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ