ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება – მშენებლობა იწყება

0
141

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელი ტალავერში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზა“-ს წარმომადგენელმა მალხაზ დუმბაძემ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული ჭაბურღილებისა და რეზერვუარის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი სატუმბი სადგური, მაგისტრალური მილი და წყალმომარაგების ქსელი. დამატებით მოეწყობა ახალი რეზერვუარი.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

წინა სტატიასოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება გრძელდება
შემდეგი სტატიამათე გავაშელი Erasmus+ პროგრამის ერთ-ერთ პროექტში შეარჩიეს

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ