ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით არა ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სოფელ მამხუტში, 540 გრძივ მეტრზე ,ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების მესამე ეტაპი უკვე დასრულდა , რაც ადგილობრივებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
პარალელურ რეჟიმში ასევე აქტიურად მიმდინარეობს ქალაქში არსენ იყალთოელის, ჩოლოყაშვილის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველასა და იმერეთის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ადგილობრივი ბაზალტით ჯამში 8935 კვადრატული მეტრი გზა მოიკირწყლება, ასევე მოეწყობა საყრდენი კედლები , ღობეები და გარე განათების ქსელი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 2 627 000 ლარს შეადგენს.აღსანიშნავია ,რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მომავალშიც გაგრძელდება , რაც მოქალაქეების გადაადგილების პირობების გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერების პარალელურად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მა მნიშვნელოვანი პრობლემები და საჭიროებები მოისმინეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
მსგავსი სტატიები





