HomeTVბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის  პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის  პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის  პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა მუნიციპალიტეტის მერმა  მოადგილეებთან:  ალექსანდრე ზაბახიძესთან  ვალენტინა ნავერიანთან და მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან ერთად, საზოგადოებას სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი წარუდგინა. ზამურ ჭითანავამ, შეხვედრის მონაწილეებს, დეტალურად გააცნო  დოკუმენტში გაწერილი პრიორიტეტული მიმართულებები. მისი თქმით, 12-წლიანი განვითარების პროექტი სივრცითი თანასწორობის პრინციპებზეა დაფუძნებული და მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის თანაბარ და მდგრად განვითარებას. სტრატეგიის მიხედვით, მუნიციპალიტეტისთვის, პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგება, გაზიფიკაცია, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობა, ასევე სკვერებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა. სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

    მერმა ვრცლად ისაუბრა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მომზადებულ  დოკუმენტში განსაზღვრულ საკითხებზე. მათ შორისაა სკოლამდელი და სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, უსაფრთხო და გამართული საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების გაუმჯობესება, სანიაღვრე, წყალარინებისა და მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასა და გაფართოებაზე. პრიორიტეტებს შორის დასახელდა მწვანე რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაცია – რესტავრაცია, ასევე მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარება. მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების  სტრატეგია ადგილობრივი განვითარების ხედვას განსაზღვრავს და მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს ეფუძნება.

     დოკუმენტის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფაა.  გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის  შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის დავალებით ხორციელდება, პროცესს კი კოორდინაციას რეგიონული განვითარების სამინისტრო უწევს

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები