ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
spot_img
HomeTVბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში  ბოლო ზარი დაირეკა    

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებში  ბოლო ზარი დაირეკა    

წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგები და თვალცრემლიანი მოსწავლე-მასწავლებლები – დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებმა ერთი თაობა გააცილა, ხოლო მეორე თაობას გაუღო კარები მომავლისკენ. ბოლო ზარი  სევდიანად, მაგრამ იმედიანად დაირეკა. ეს ზარი  გაკვეთილების ნაცვლად,  ახალგაზრდებს  ცხოვრების ახალ ეტაპზე  უხმობს, იქ, სადაც ბავშვურ ოცნებებს, ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად აქცევენ.               სკოლებმა, მომავალი სტუდენტები მრავალფეროვანი ღონისძიებებით, სამახსოვრო კლიპებით და ფოტოებით, სიმღერებით, ცეკვებით და სიხარულის ცრემლებით გააცილეს. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, მშობლებს და მეგობრებს იმ სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც წლების განმავლობაში შეაგროვეს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები