ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 38 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ

საბაზისო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, დღეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კომპიუტერები 9 სკოლის 38 მოსწავლეს, პირველ საჯარო სკოლაში გადაეცა. გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები,  პედაგოგები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი იამზე სვანიძე, რომელმაც ღონისძიების დასაწყისში წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცა და შემდგომი წარმატება უსურვა.

 პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება, რომლითაც საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხურები წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად, ათასობით შრომისმოყვარე მოზარდს გადაეცემა კომპიუტერი. აღსანიშნავია, რომ პროგრამა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გეგმის მიხედვით ხორციელდება, მისი მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის მეთოდების გაძლიერება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები