ორშაბათი, აპრილი 15, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წლის ანგარიში წარადგინა

ბოლო რამდენიმე წელია ბოლნისის, მუნიციპალიტეტის პირველი პირი მოსახლეობას გასული წლის საქმიანობის შესახებ უყვება. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა 2023  წელი შეაჯამა.

მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერის ანგარიშს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი, კომპანია RMG-ის წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ბოლნისის საპატიო მოქალაქეები  ესწრებოდნენ.

ანგარიშში, სადაც დეტალურად იყო გაწერილი მთელი წლის საქმიანობა, მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ ობიექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა.  პარალელურად დიდ ეკრანზე მერის ანგარიშის ამსახველი  ვიდეო და ფოტო კოლაჟი გადიოდა. წლის შემაჯამებელი  შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები