ბოლნისის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო, ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ ფაზაში შევიდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მოადგილეებთან და ინფრასტრუქტურის და სივრცითი ტერიტორიული მოწყობის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, გაწერილი გეგმის თანახმად ფოლადაურის, სამწევრისის და სოფელ ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
პროგრამის ფარგლებში ანალოგიური შეხვედრები 47 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება და 15 თებერვალს დასრულდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა კრებებზე თანხმდება, სოფლის საჭიროებებზე და ამ პროგრამის დახმარებით ხდება სამუშაოების შესყიდვა.