ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორსა და მედიას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით შერაზადიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გასულ წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე, ანგარიშის დასრულების შემდეგ კი სამომავლო გეგმებზე და 2021 წლის მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა.
დავით შერაზადიშვილმა დაწვრილებით მიმოიხილა საკარანტინო პერიოდი, როდესაც ბოლნისი წითელ ზონად გამოცხადდა და პანდემიამ ყველა გააერთიანა, მერია მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდა, შეიქმნა საგანგებო შტაბი, არაერთი სოციალური, საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო აქცია ჩატარდა, გაწეული მუშაობისთვის მერმა მადლობა გადაუხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ეპიდემიოლოგებს, სამედიცინო პერსონალს, ბიზნესსექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,ბოლნისის, დმანისის თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატს და ქვემო ქართლის რწმუნებულს.
მიუხედავად რთული გამოწვევისა, მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდებოდა.
მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობდა პრიორიტეტული მიმართულებებით. 2020 წელს 10 966 414 ლარის ღირებულების 149 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პირველმა პირმა ანგარიშის წარდგენისას გამოყო ის ძირითადი პროექტები, რომელიც ადგილობრივებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ტურისტების მოზიდვის მიზნით მოხდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ლოკაციის რეაბილიტაცია. გასულ წელსაც, პრიორიტეტი მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დახმარება იყო, სოციალური მიმართულებით ბიუჯეტიდან 3 302 900 ლარი დაიხარჯა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მუშაობის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის მოწყობა, გენდერული პოლიტიკა და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა, ასევე მნიშვნელოვან საკითხად რჩება ახალგაზრდული მიმართულების ხელშეწყობა, დისტანციური სწავლების მიუხედავად 2020 წელს არ შეწყვეტილა სტუდენტების დაფინანსება. სტიპენდიით 282 ახალგაზრდამ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან
95 800 ლარი დაიხარჯა.