შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ავტობუსი გადაეცა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რეგიონებს დღეიდან  ახალი ავტობუსები მოემსახურებათ.

ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები ქვემო ქართლის მხარეში, ხუთ მუნიციპალიტეტს რუსთავს, მარნეულს, ბოლნისს, დმანისსა და თეთრიწყაროს გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს 4 ერთეული ავტობუსი გადაეცა. 3 ავტობუსი სოფელ რატევანის, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბანის მიმართულებით იმოძრავებს, ერთი მათგანი კი ბოლნისი-დაბა კაზრეთისა და სოფელი ბალიჭის ხაზს მოემსახურება. რეგიონებისთვის ახალი სამგზავრო ავტობუსების გადაცემის ღონისძიება ქალაქ რუსთავში გაიმართა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები