შაბათი, აპრილი 19, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის - „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში პროექტის – „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ,,თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერაა დაფინანსებული, პროექტი ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის“ მიერ ხორციელდება.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებმა, ივანე ერისთავმა და ლაზარე გობეჯიშვილმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
პროექტის პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და სამოქალაქო, ბიზნეს და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დიალოგი სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარების პროცესში ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ. ვფიქრობ, საინფორმაციო პლატფორმა „ბოლნისის რესურსების რუკა“ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დაგვეხმარება ბოლნისის მუნიციპალიტეტი მეტად ცნობადი და ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. რაც მთავარია, ეს პლატფორმა ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა მიმართულებით, მუნიციპალიტეტის რესურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტად ღირებულს ხდის.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებს გაწეული შრომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყოველვის მზადაა გვერდში დაუდგეს ახალგაზრდებს და დააფინანსოს მათ მიერ შემოთავაზებული საინტერესო პროექტები“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსების და პოტენციური რესურსების შესახებ თემში არსებული ინფორმაციების მოკვლევა და ონლაინ პლატფორმის შექმნა, რის შედეგადაც, რეგიონით დაინტერესებულ ადამიანთა სხვადსხვა ჯგუფებს, შესაძლებლობა ექნებათ მიზანმიმართულად განახორციელონ ამა თუ იმ დარგში არსებული რესურსების ათვისება შემდგომი გამოყენებისათვის.

სპეციალური გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა მუნიციპალიტეტში არსებული მნიშვნელოვანი დარგები, ესენია: ბუნებრივი რესურსები, სოც. წარმოება, შემოქმედებითი ინდუსტრია, კულტურული ძეგლები, ტურიზმი, საერთაშორისო პარტნიორები, საჯარო სივრცე, მუნიციპალური რესურსი, ფოლკლორი და ეთნოგრაფია.

აღნიშნულ პროექტი განახორციელა მკვლევართა ჯგუფმა, შემდეგი შემადგენლობით : ივანე ერისთავი, ( ჯგუფის ხელძღვანელი, მკვლევარი), ლაზარე გობეჯიშვილი (მკვლევარი1),როლანდი ჩაკვეტაძე (ფოტო/ვიდეოგრაფი).

ივანე ერისთავი, ჯგუფის ხელმძღვანელი, მკვლევარი:
-ეს არის საპილოტე პროექტი და ვიმედოვნებ, რომ ონლაინ პლატფორმა გახდება სამაგალითო სხვა რეგიონებისთვის. სამუშაო პროცესში ჩვენი გუნდის მიერ წინასწარ შეირჩა ყველა ის მნიშვნელოვანი დარგი და მიმართულება, რომელიც რეგიონში არის პროგრესული და რომლის ათვისებაც სრულიად შესაძლებელია, სწორედ პროექტის მიზანიც ისაა, რომ საზოგადოებამ გააცნობიეროს, რამხელა რესურსია ჩვენს ირგვლივ, რომ შევძლოთ ამ ყველაფრის სწორად ათვისება.
გურამ ავქოფაშვილი, „ძმების მარნის“ დამფუძნებელი, ასოციაცია ღვინო „ბოლნისის“ დამფუძნებელი:
-ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც აქამდეც უნდა ყოფილიყო ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებმა შეიმუშავეს არის საინტერესო და საჭირო. აღნიშნულ პროექტს კიდევ უფრო სჭირდება მხარდაჭერა, ვინაიდან „რესურსების რუკამ“ მოიცვას ყველა ის რესურსი, რაც არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტში.

გიორგი საცკოვი, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსი:

  • პროექტი დიდად მნიშვნელოვანია იმით, რომ ონლაინ პლატფორმაზე განთავსებული ბოლნისის ყველა ტიპის რესურსი ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. რა თქმა უნდა ეს იქნება განახლებადი და განვითარებადი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ პროექტი ახალგაზრდების შრომის შედეგად შეიქმნა.
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები