ხუთშაბათი, ოქტომბერი 3, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,მთავარი არხის” ეთერში გასულ მასალას ეხმიანება

,,გვსურს გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ ეთერში გასულ მასალას, რომელშიც მუშევანის მკაცრ საკარანტინო ზონაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ადგილობრივი ხელისუფლება სოფელში სურსათის პოლიტიკური ნიშნით დარიგებაში დაადანაშაულა.

გვსურს აღვნიშოთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი 25 აპრილიდან ჩაკეტილია და მკაცრ საკატანტინო ზონადაა გამოცხადებული. ამ პერიოდის განმავლობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები ორ ეტაპად დაურიგა.

100 და 50-ლარიანი სასურსათო პაკეტები ყველა ოჯახმა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, მიიღო. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოფლის მოსახლეობისთვის გაკუთვნილი სასურსათის შესაძენად ბიუჯეტიდან 40 160 ლარი გამოყო.

მოსახლეობაში დარიგებული სასურსათო პაკეტები ვარგისია და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სურსათი გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ პროდუქტები საკარანტინო მდგომარეობისას მთელს მუნიციპალიტეტში რამდენჯერმე დაარიგა და მის ხარისზე მოსახლეობას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, მოხალისეებთან ერთად, ყოველდღიურად სწავლობენ სოფლის მოსახლეობის საჭიროებებს და მასზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქე თანასწორია და მას ყველა სერვისი და დახმარება კანონით გათვალისწინებული რეგულაციებით მიეწოდება.

მიგვაჩნია, რომ „მთავარი არხის“ ეთერში გასული მასალა, კორონავირუსის პანდემიისას, მუნიციპალიტეტისა და ცენტრალური მთავრობის ეფექტურ მუშაობას ჩრდილს მიზანმიმართულად აყენებს. მივმართავთ ტელეკომპანიას არ შეუწყოს ხელი მოსახლეობაში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ყველა მედიასაშუალებასთან აქტიურად თანამშრომლობს და მზად ვართ, მსგავს ბრალდებებს შესაბამისი მტკიცებულელებითა და ფაქტებით ვუპასუხოთ,”-ნათქვამია ბოლნისის მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები