ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლას საჩუქრად ინტერაქტიული დაფა გადასცა

0
216

საქართველოს მასშტაბით 2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის მიხედვით,  43 სკოლიდან 5 გამარჯვებულს შორის ქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლა დასახელდა და ყველაზე დემოკრატიული სკოლის სტატუსით დაჯილდოვდა. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერმა განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსთან და ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და საჩუქრად ინტერაქტიული დისპლეი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატიული სკოლების გამოფენა-კონფერენცია  USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში წელს პირველად გაიმართა.

USAID-ის დაფინანსებით,  სამოქალაქო განათლების  მასშტაბური ხუთწლიანი პროგრამა,რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია თანამშრომლობა საქართველოს 650 სკოლასთან, მიზანად ისახავს სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერებას და  მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების, სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში სამოქალაქო განათლების განვითარების შემდეგ საფეხურზე აყვანას.

პროგრამა სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება სკოლებში; კერძო სექტორის ჩართულობა სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობისთვის; ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიული ჩართულობის პროცესში.

წინა სტატია,,წარმატებული სტუდენტური ცხოვრება, საქართველოდან გერმანიასა და ფინეთში”
შემდეგი სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას უმასპინძლა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ