[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა[:]

0
68
[:en]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება, აქედან 17 სოფელ მუშევანში PCR ტესტირების მეთოდით, მოსახლეობის გაფართოებული შემოწმებისას აღებული 574 ნიმუშიდან გამოვლინდა, 1 ახალი შემთხვევა კი ბოლნისის სასწრაფოს თანამშრომელია.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 783 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 605-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3031 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.

[:]
წინა სტატია[:en]დავით შერაზადიშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს![:]
შემდეგი სტატია[:en]„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“ აცხადებს მიღებას[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ