
საკარანტინო მდგომარეობის პირობებში, სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების შეფერხების თავიდან ასარიდებლად უწყებათაშორისმა საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, სასოფლო-მეურნეობის დანიშნულების მიწების მეპატრონეებსა და ფერმერებს მიეცეთ შესაძლებლობა,დროის გარკვეულ პერიოდში ავტომობილებით შეძლონ გადაადგილება.
სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების მეპატრონეებისა და ფერმერთათვის, ასევე მიწების დასამუშავებლად საჭირო პერსონალისთვის, ავტომობილებით გადადგილება დასაშვები იქნება დილის 06:00-08:00-საათამდე, საღამოს დაბრუნება კი 18:00-19:00 საათის მონაკვეთში იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულ საკითხზე ინდივიდუალურად ცნობები გაიცემა შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე.
გთხოვთ, ცნობებისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირებს ტელეფონის ნომრებზე: 599 85 97 49; 591 40 00 68;
[:]