
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის ამოქმედების დღიდანვე აქტიურად ხორციელდება საქველმოქმედო აქციები. ადგილობრივი ბიუჯეტისა და კერძო სექტორის შემოწირულობით სასურსათო პაკეტები სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს ურიგდებათ. ამ დრომდე 3000-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება. დღეს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახების დასახმარებლად მუნიციპალიტეტმა მორიგი სასურსათო მარაგი მიიღო, პროცეეს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი მერთან ერთად დაესწრო. ნობათები რიტუვალების სახლში დასაწყობდა, საიდანაც ეტაპობრივად დაურიგდებათ მოწყვლადი კატეგორიის 500 ოჯახს. სოფელ ტანძიაში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს კი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ფონდმა „ტასომ“ სასურსათო პაკეტები გამოუგზავნა.