ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

0
45

მიმდინარე წლის 24 იანვრიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პროფესიით იურისტი თეკლა გეთიაშვილი დაკისრებულ მოვალეობას დღეიდან ოფიციალურად შეასრულებს.

თეკლა გეთიაშვილი დაიბადა ქალაქ ბოლნისში 1977 წლის 9 სექტემბერს.  

1999 წელს დაამთავრა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრის დიპლომით.  

2007 წელს, ასრულებდა ქვემო ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს  ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის მოვალეობას. 

2007-2009 წწ.  მუშაობდა შპს „ბოლნისწყალკანალში“,

2009-2011 წწ. კი  ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტად.

2013-2019 წწ. მუშაობდა, სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურში. 

2019 წლიდან დღემდე მუშაობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში იურისტად.

.ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

წინა სტატიაბოლნისელი ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბაქოში გაემგზავრნენ
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ზელიმხან იაგუბის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავით შერაზადიშვილი და გოგი მეშველიანი დაესწრნენ

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ