ბოლნისის მუნიციპალიტეტი პროექტს „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც დააფინანსებს

0
75

პროექტი „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც გაგრძელდება. დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს.

პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს და მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

წინა სტატიატრენინგი დასაქმებულთა უფლებების შესახებ
შემდეგი სტატიაკომუნალური მეურნეობის სამსახურმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ