შვედეთის მთავრობის ინიციატივით, შვედეთის ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონების ასოციაციის (SALAR) განყოფილება SALAR International საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზე მუშაობს.
ამ ეტაპზე SALAR International ახორციელებს პროგრამის მოსამზადებელ ფაზას, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენელ ჰელენა ოფსონთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის მიზნებსა და ურთიერთთანამშრომლობის სფეროების შესახებ იმსჯელეს.
პროექტის მოსამზადებელი ფაზის მიზნებია, საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების არსებული ვითარების სისტემური მიმოხილვა და სიტუაციური ანალიზის შემუშავება. მიმდინარე რეფორმის მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებების გამოვლენა და მთავარ აქტორებთან დიალოგი, რათა დადგინდეს, სად შეუძლია შვედეთის მთავრობას ყველაზე ღირებული მხარდაჭერა განახორციელოს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების ეფექტურ განხორციელებას.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი შვედური ორგანიზაციის SALAR International-ის წარმომადგენელს შეხვდა
მსგავსი სტატიები