ბოლნისის მუნიციპალიტეტში კოლხური ხოხობი და კაკაბი გაუშვეს

0
214

გადაშენების პირას მყოფ გარეულ ფრინველებს დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც შეხვდებით. ველური სახეობის ფაუნის გამრავლებისა და ბუნებაში აღდგენის მიზნით, ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედების ფარგლებში, სადაც ჭორვილას, აგროკომპლესში გამრავლებული 70  კაკაბი და 30 ენდემური ჯიშის კოლხური ხოხობი,  სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე  ბოლნისშიც გაუშვეს. საქართველოს მასშტაბით, ბუნებაში ფრინველების გაშვებას ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს, რომლის მხარდამჭერიც კომპანია „არემჯია“. ფრინველების გაშვებაში მონაწილეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ბუნების მოყვარულებმა მიიღეს.

წინა სტატია22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
შემდეგი სტატია,,რეჟისორის ნააზრევი იმ გუნდის ხელშია, რომელიც სცენაზე და კულისებში დგას“

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ