საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი პროგრამა -საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია იწყება , რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაბა კაზრეთში 300 ბავშვზე, ხოლო სოფელ მამხუტში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი აშენდება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული და დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტში, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება. დაბა კაზრეთისა და მამხუტის გარდა ახალი საბავშვო ბაღები ნახიდურიში, ტალავერში, რაჭისუბანსა და დარბაზში აშენდება. უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება შემდეგ სოფლებში: ქვემო ბოლნისი, ტანძია და ქვეში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ამ დროისთვის უკვე 69 ტენდერი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება 290 მილიონ ლარს შეადგენს.